Sunday, November 24, 2019


ssip qalaq Tbilisis N39 sajaro skola
სოციალური პროექტი

proeqtis saxelwodeba
მე და თანამედროვე ტექნოლოგიები
  
ganxorcielebaze pasuxismgebeli piris saxeli da gvari
ია მთავარაშვილი
sakontakto informacia
551300192

informacia skolis Sesaxeb:
skolis dasaxeleba
ssip ქალაქ თბილისის N39 sajaro skola
misamarTi
Temqa 10b kvartali

proeqtis beneficiarebi

II კლასის მოსწავლეები

proeqtis Sesaxeb
 proeqtis ganxorcielebis   
 vadebi
dasawyisi:  3 დეკემბერი 2018
dasasruli: 12 დეკემბერი 2018



skolis direqtori: ბესარიონ სიხარულიძე

proeqtis ganxorcielebaze pasuxismgebeli piri: ია მთავარაშვილი

 

 

 

 

 





პრობლემა/პროექტის აქტუალურობა:
1.თანამედროვე ტექნოლოგიებმა XXI საუკუნეში მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. კომპიუტერს ყველა ასაკობრივი ჯგუფი იყენებს: პატარებიც, მოზარდებიც და დიდებიც. ამ სამი ჯგუფიდან, პირველი ორი, კომპიუტერის ძირითად ფუნქციად, მის თამაშებს აღიქვამს.
 მეცნიერებმა შესაბამისი გამოკვლევების საფუძველზე დაადგინეს, რომ ბავშვებს, რომლებიც განუწყვეტლივ თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს, არ უვითარდებათ თავის ტვინის ის უბნები, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ ადამიანის ქცევის, მართვის და სწავლის პროცესში. აგრეთვე ავითარებს მათში აგრესის, ავიწროებს მათ ინტერესების სფეროს, აღარიბებს ემოციონალურ სამყაროს, იწვევს მხედველობის გაუარესებასხერხემლის გამრუდებასფიზიკურ სისუსტეს, მადის დაკარგვას და .. ფსიქოლოგების აზრით, როცა ბავშვი თამაშობს  ძალადობის ელემენტების შემცველ კომპიუტერულ თამაშებს, აგრესიული ემოციები ვერ პოულობენ გამოსავალს და ისინი გროვდებიან ორგანიზმში.
პროექტის მიზანი:
მოზარდებმა გააცნობიერონ თანამედროვე ტექნოლოგიების მოხმარების დადებითი და უარყოფითი შედეგები.
მოზარდებში ,,ინტერნეტდამოკიდებულებისადმი“ მიდრეკილების შემცირება.
ესგ-სთან კავშირი
მოქ. IX.1
       მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საკუთარი პიროვნული თვისებები, მისწრაფებები და შესაძლებლობები.

მოქ. IX.5 
        მოსწავლეს შეუძლია გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური      
        პრობლემების გადაწყვეტაში

მდგრადი განვითარება.
მოქ. IX.6
მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითადი პრობლემის გადასაჭრელად თანამშრომლობა.

     პრობლემის ანალიზი
თანამედროვე ახალგაზრდებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინტერნეტი, სოციალური ქსელები. სკოლაში, ტრანსპორტში და სხვა თავშეყრის ადგილებში ხშირად მინახავს ჯგუფები რომლებიც ვერც კი აღიქვამენ რა ხდება მათ გარშემო ისე არიან ჩართულნი ტელეფონებში და დაკარგული აქვთ ინტერესი რეალური სამყაროსადმი.
            კლასშიც ხშირად შემიმჩნევია თუ როგორ ,,აწუხებს“ მოსწავლეს ტელეფონი, მთელი ყურადღება გადატანილი აქვს მასზე და ცდილობს ,,ცალი თვალით“ მაინც ჩახედოს ვინ მოწერა, ახალი ფოტო ვინ დადო ან გააგრძელოს  დაწყებული თამაში. იმატა ყურადღების დეფიციტმა, დაღლილობამ, ,,ძილიანობამ“. ზოგჯერ  კი აგრესიულობამაც. ჩემთვის აშკარა გახდა რომ არსებული პრობლემა არ არის მარტივი და სწრაფად მოგვარებადი, ამიტომ IX –X კლასის მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტეთ პროექტის მომზადება, რათა დავეხმაროთ მოსწავლეებს და სხვა სოციალურ ჯგუფებს. კარგად გაიაზრონ ინტერნეტისა და კერძოდ სოც. ქსელების ლიმიტირებულად გამოყენების აუცილებლობა.

პროექტის განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები:
სოციალური პროექტის განხორციელების პროცესს ვიწყებ მოსამზადებელი სამუშაოებით. პროექტში ჩართულ მოსწავლეებს ვაძლევ დავალებებს. პროექტი განვითარდება ხუთ ეტაპად.
I ეტაპი-თემის გაცნობის შემდეგ მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად და ფუნქციების  გადანაწილება. მზადება მასალის მოძიებისთვის ,,ინტერნეტის შექმნისა და მისი განვითარების შესახებ“. მზადება ბუკლეტებისა და გაზეთების მომზადებისთვის.
II ეტაპი- ინტერვიუს ჩაწერა ექიმთან: რა ფიზიკური ზიანი შეიძლება მოგვიტანოს კომპიუტერთან დიდხანს ჯდომამ.
III ეტაპი-ფსიქოლოგის მოწვევა. რამდენად საზიანოა ,,ინტერნეტმიჯაჭვულობა“ მოზარდის ფსიქოლოგიური განვითარებისთვის.
IV ეტაპი- საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება და კედლის გაზეთების გამოკვრა სკოლის დერეფანში.
Vეტაპი- გაიმართება დისკუსია, პროექტის პრეზენტაცია და შეჯამება.


პროექტის განსახორციელებლად საჭირო რესურსები:
ინტერნეტი, კომპიუტერი, ფლიპჩარტი, მარკერი, დიდი ზომის ფორმატები და სხვა სახის საკანცელარიო ნივთები.
პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
v  ჯანმრთელი, განვითარებული, უსაფრთხო გარემოს შექმნა სკოლაში.
v  მოსწავლეებში კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების განვითარება.
v  მოსწავლეები გააცნობიერებენ კომპიუტერებთან და სხვა ინტერნეტ საშუალებებთან ლიმიტირებულ მოხმარების წესების აუცილებლობას.
v  პრევენციული ღონისძიებების დასახვისა და  განხორციელების უნარის გამომუშავება.


ხელისშემშლელი ფაქტორები/შესაძლო რისკები
ტექნიკური შეფერხება, ნაკლები მოტივაცია, დისკუსიის დროს უთანხმოება აზრთა სხვადასხვაობის გამო.

პროექტის შეფასების კრიტერიუმები:
შეფასება მოხდება კომპონენტის-პრაქტიკაში ჩართულობის მიხედვით.

      შეფასების ტიპი- განმავითარებელი


პროექტის მონიტირინგი/შეფასება

პროექტის მონიტორინგი

ვის მიერ?
როდის?
რა კრიტერიუმებით?
პირველი შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი
6.12.2018
მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილით

მეორე შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი
10.12.2018
მოსწავლეებზე დაკვირვები ცხრილით

საბოლოო შეფასება
მასწავლებელი და მოსწავლეები
12.12.2019
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი და მოსწავლეთა თვით
შეფასების კითხვარი





No comments:

Post a Comment