Wednesday, November 20, 2019

ჯანსაღი კვება




სსიპ.თბილისის 39-ე საჯარო სკოლა
პროექტის სახელწოდება
,,ჯანსაღი კვება ჩვენი ჯანმრთელობის სამსახურში“
სოციალური პროექტი:

  
განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი

ია მთავარაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია
551923001

სკოლის დასახელება
#39 საჯარო სკოლა
მისამართი
გლდანი პირველი მიკრო
დრო                                 29.05.2019-06.06.2019
პროექტში მონაწილენი

პირველი კლასის მოსწავლეები, მასწავლებელი, მშობლები.

შინაარსობრივი სტანდარტი და ინდიკატორები
ის ტექნ.1.2. მოსწავლეს შეუძლია სოციალური, ეთიკური, გარემოს დაცვასთან და ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული პრობლემების გაცნობიერება.
       


პროექტის აქტუალობა
სადამრიგებლო პირველ კლასში ჩემი დაკვირვებით, გასაუბრებით, გამოკითხვებით შევატყვე, რომ ბავშვები ვერ ერკვევიან რას ნიშნავს სწორი კვება, ჯანსაღი ძილი, ცხოვრების ჯანსაღი წესი... შევატყვე, რომ დასვენებებზე,  სკოლაში ისინი ძირითადად სახლიდან მოტანილი არაჯანსაღი პროდუქტით იკვებებიან, ზოგჯერ ვერ იცავენ ჰიგიენის წესებს, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ისინი შემეხვედრებინა ჩვენი სკოლის ექიმთან და ამაში  ჩამერთო ექიმი მშობლებიც.
პროექტის ხანგრძლივობა   
7 დღე
მიზანი
მშობლის ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში;
პატარებისთვის სხვადასხვა ინფორმაციის გადაცემა ჯანმრთელობის საკითხებზე;
ეროვნული სასწავლო გეგმა;
ბუნ. I.7.მოსწავლეს შეუძლია პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხო ქცევის ელემენტარული წესების დაცვა.

ამოცანები და განხორციელების გზები
              
ექიმთან შეხვედრამდე ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები,
განვახორციელებ შემდეგ აქტივობებს:

პირველი ნაბიჯი -- მოვაწყობ გამოკითხვებს, დისკუსიებს თემაზე:,,როგორ ვუფრთხილდებით  საკუთარ ჯანმრთელობას“.
მეორე ნაბიჯი --ექიმს შევუთანხმდები ბავშვებთან  შეხვედრის თაობაზე, მოვილაპარაკებთ, რა საკითხზე იქნება უფრო საჭირო ყურადღების გამახვილება,   შევთანხმდებით სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებაზე, რათა ბავშვებს უფრო გაუადვილდეთ ინფორმაციის აღქმა.
მესამე  ნაბიჯი    --  შევხვდებით ექიმს. დავეხმარები მას, რომ ეს შეხვედრა ნაყოფიერი და სასარგებლო აღმოჩნდეს ჩვენი პატარებისთვის.
მეოთხე ნაბიჯი   -- მოვახდენ პროექტის შეჯამებას, ბავშვებთან ჩავატარებ ზეპირ გამოკითხვას, დავაკვირდები, რამდენად კარგად გაიგეს მათ ექიმთან შეხვედრის დროს მიღებული ინფორმაცია.

შეხვედრის დღის გეგმა:
ექიმი ბავშვებს გაესაუბრება შემდეგ საკითხებზე:
სწორად კვების ოქროს წესი.
Ø      დღის რეჟიმი;
Ø      პირადი ჰიგიენა;
Ø    სწორად კვების ოქროს წესი.
Ø       ჯანსაღი ცხოვრების წესი;
Ø      ვიტამინები;
Ø
საუბარი შედგება საპრეზენტაციო სლაიდ-შოუს თანხლებით.
შედეგი

შედგება  მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში;
ბავშვები ბევრ  სასარგებლო ინფორმაციას მიიღებენ სწორი კვების შესახებ.
პატარები დარწმუნდებიან, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ბავშვობიდანვე უნდა დაიწყონ.
სოციალური პროექტის გეგმა შეადგინა
სსიპ ქალაქ თბილისის N39-ე საჯარო სკოლა
ია მთავარაშვილი



No comments:

Post a Comment