Sunday, November 24, 2019



ssip qalaq Tbilisis N39 sajaro skola
proeqtis saxelwodeba
,,დავემორჩილოთ საგზაო წესებს
სოციალური პროექტი

  
პროექტის ავტორი

ია მთავარაშვილი
sakontakto informacia
551923001

informacia skolis Sesaxeb:
skolis dasaxeleba
N39 sajaro skola
misamarTi
გლდანი პირველი მიკრო

proeqtis beneficiarebi

მეორე კლასის მოსწავლეები, მასწავლებელი, მშობლები


proeqtis ganxorcielebis vadebi
dasawyisi:   01.02.2019
dasasruli:    05.02.2019




შინაარსობრივი სტანდარტი და ინდიკატორები
ს.გ.1.5. მოსწავლეს შეუძლია მარტივი შრომითი საქმიანობის ელემენტარული უნარ-ჩვევების გამომჟღავნება

პროექტის სახელწოდება
დავემორჩილოთ საგზაო წესებს
პროექტის ავტორი
ია მთავარაშვილი
პრობლემის ანალიზი
პროექტის ჩატარების იდეისაკენ მოსწავლეებმა მიბიძგეს, სკოლასთან მოახლოებისას ისინი მშობლებს ხელს უშვებდნენ და უყურადღებოდ  გადმორბოდნენ  გზაზე, რაც საფრთხეში აგდებდა მათ სიცოცხლეს.
მნიშვნელოვნად ჩავთვალე ის რომ მათ არ იცოდნენ საგზაო ნიშნები.ამის ცოდნა კი სასიცოცხლოდ აუცილებელია.  მინდოდა საინტერესოდ დაგეგმილი კვლევის საფუძველზე უკეთ გაეაზრებინათ როგორი მნიშვნელოვანია ეს, დაფიქრებულიყვნენ, რომ არასწორად არჩეულ გადასასვლელზე გადასვლისას ისინი  არამარტო თავისთავს არამედ სხვებსაც არ უფრთხილდებიან, ბავშვებმა უნდა იცოდნენ უსაფრთხოდ მოძრაობა და პატივი სცენ მძღოლებს, ქვეითად მოსიარულეებს და სწორად გამოიყენონ საგზაო ნიშნები.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფებში მოიძიებენ ინფორმაციას და ვიდეო მასალას. მშობლებთან ერთად გაარკვევენ და გაეცნობიან სტატისტიკას, განსაზღვრავენ საგზაო ნიშნების როლს სიცოცხლის უსაფრთხოებაში, საკუთარი შეხედულებიდან გამომდინარე აღნიშნავენ რომ მოწესრიგებული ტრანსპორტი და ქვეითი მისაბაძია საზოგადოებისათვის. დაადგენენ თუ რამდენად ძლიერია კავშირი ცოდნასა და სიცოცხლეს შორის. მოიძიებენ ინფორმაციებს, ვიდეო რგოლებს, მულტფილმებს და სხვადასხვა კუთხიდან შეხედავენ ამ პრობლემას. შექმნიან საგზაო ნიშნების პატარა მოდელებს.
პროექტის მიზანი:
ხელი შევუწყო მოსწავლეებში სოციალური უნარების განვითარებას, ინფორმაციის მოძიებას, დაკვირვებას. შემეცნებითი ინტერესის გაღვივებას. დავეხმარო მოსწავლეებს იმის გაცნობიერებაში რომ სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუფასებელი და უნიკალურია. შევუქმნა მათ მოტივაცია მზრუნველობა გამოხატონ თავიანთი თავის მიმართ, დავაფიქრო ისინი თუ როგორი ქცევით შეიძლება ვიაროთ უსაფრთხოდ, ზოგადი ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე ავუმაღლო სამოქალაქო ცნობიერება, დაამყარონ კომუნიკაცია გარე სამყაროსთან სწორად და უსაფრთხოდ. მიიღონ მონაწილეობა ჩემს მიერ დაგეგმილ აქტივობებში. შედეგად თვითონაც შეექმნათ პასუხისმგებლიანი განწყობა და ირგვლივ მყოფები გაახარონ პროექტის ფარგლებში შექმნილი საგზაო ნიშნების ნახატებით.
პროექტის ამოცანები
ინფორმაციის მოძიების უნარი. ურთიერთთანამშრომლობა.
ინფორმაციული ტექნოლოგიის გამოყენების უნარ-ჩვევები
შემოქმედებითი უნარ-ჩვევები
პრეზენტაციის უნარი
პლაკატების შექმნა
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ განსაზღვრონ უსაფრთხოდ გადაადგილების მნიშვნელობა. ამ თმაზე იმსჯელონ, მოაწყონ დისკუსია გაუზიარონ საკუთარი შეხედულებები კლასელებს და დაასაბუთონ რატომაა საჭირო საგზაო ნიშნების ცოდნა და დაცვა, რატომ ჭირდება გაფრთხილება სიცოცხლეს. დაკვირვების საფუძველზე დაასკვნიან რომ  საჭიროა დავიცვათ არსებული წესები.
გამოუმუშავდეთ ახალი უნარები. აიმაღლონ სამოქალაქო ცნობიერება, დაამყარონ კომუნიკაცია არსებულ გარემოსთან.
მიზნობრივი ჯგუფები
პირველი კლასის მოსწავლეები,
მასწავლებლები, მშობლები.







ამოცანების განსახორციელებლად საჭირო ვადები
ინფორმაციის მოძიება:
პირველ ეტაპზე მოსწავლეებთან ერთად დავსახავ სამოქმედო გეგმას. გონებრივი იერიშის გამოყენებით მოსწავლეები გაიხსენებენ სიტყვებს რომელიც გზას უკავშირდება. მოსწავლეებს ვაჩვენებ ვიდეო მასალას სადაც იცავენ უსაფრთხოების წესებს.
ინტერნეტ სივრცის დახმარებით მოიძიებენ ინფორმაციებს და იმუშავებენ ჯგუფებში მათ დახარისხებაზე. თითოეულ ჯგუფს ექნება თავისი დავალება და საკითხი.
პირველი ჯგუფი: იძიებს ინფორმაციას მოწესრიგებულ ზებრა გადასასვლელებზე.
მეორე ჯგუფი: შუქნიშნებზე
მესამე ჯგუფი: უსაფრთხოების წესებზე
დრო: 01.02-05.02
საკითხავი და ვიდეო მასალის დამუშავება:
მეორე ეტაპი: გამართავენ დისკუსიას უსაფრთხო გარემოს შესახებ, გააკეთებენ დასკვნას რომ აუცილებელია ყველა ჩაერთოს უსაფრთხოების წესების დაცვაში. გააკეთებენ დასკვნებს. გაიხსენებენ თავიანთი ცხოვრებიდან ისეთ შემთხვევებს, როცა ნებით თუ უნებლიეთ დაარღვიეს მოძრაობის წესები. ბავშვები დაპირდებიან დიდებს რომ მომავალში უკეთესად მოიქცევიან, რათა ბედნიერად იყვნენ და დიდხანს იცოცხლონ.
საპრეზენტაციო რესურსის დამზადება,
მესამე ეტაპი:
შექმნიან საგზაო ნიშნების პატარა მოდელებს ინტერვიუს ჩამოართმევენ ერთმანეთს კითხვების დახმარებით.
როდის უნდა გადავიდეთ გადასასვლელზე?
როგორია შუქნიშნის ფერები?
დრო:  01.02
მეოთხე ეტაპი:
პროექტის პრეზენტაცია.
შევაჯამეთ შესრულებული აქტივობები მოსწავლეებმა მოკლედ ისაუბრეს უსაფრთხოების წესებზე. მოპოვებული ინფორმაციების საფუძველზე დაასკვნეს: გაუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ ჩვენს სიცოცხლეს და გარშემომყოფთა უსაფრთხოებაზე განსაკუთრებულად ვიზრუნოთ.
დრო: 05.02
რესურსები
თაბახის ფურცლები
ფერადი ფურცლები
წებო, მაკრატელი, სტიკერები, ფერადი ფანქრები, ბუკი, პროექტორი








No comments:

Post a Comment