ssip qalaq Tbilisis N39 sajaro skola
proeqtis
saxelwodeba
|
„ვიყოთ
ტოლერანტები’’
|
სოციალური პროექტი
პროექტის ავტორი
|
ია
მთავარაშვილი
|
sakontakto informacia
|
551923001
|
informacia
skolis Sesaxeb:
skolis
dasaxeleba
|
#39 საჯარო სკოლა
|
misamarTi
|
გლდანი პირველი მიკრო
|
proeqtis
beneficiarebi
|
მეოე კლასის
მოსწავლეები, მასწავლებელი, მშობლები
|
proeqtis ganxorcielebis vadebi
|
dasawyisi: 18.02.2019
dasasruli: 26.02.2019
|
შინაარსობრივი სტანდარტი
და ინდიკატორები
|
ს.გ.1.5. მოსწავლეს შეუძლია მარტივი შრომითი საქმიანობის ელემენტარული
უნარ-ჩვევების გამომჟღავნება
|
პროექტის სახელწოდება
|
,,უცხო ენაზე
მოსაუბრე თანაკლასელი“
|
პროექტის ავტორი
|
ია მთავარაშვილი
|
პრობლემის ანალიზი
|
პროექტის ჩატარების
იდეისაკენ ჩემს კლასში არსებულმა სიტუაციამ მიბიძგა. არაქართულად მოსაუბრე მოსწავლეს
გაუჭირდა თანატოლებთან ურთიერთობა, მის მიერ
არასწორად წარმოთქმულ სიტყვებზე ბავშვებს ეღიმებოდათ რაზეც ის ბრაზდებოდა.
მნიშვნელოვნად
ჩავთვალე ბავშვები დამეფიქრებინა მათ არასწორ ქცევაზე და პატივისცემის გამოხატვის
სურვილი გასჩენოდათ სხვა კულტურის მიმართ.
ჩვენი სამშობლო
მრავალენოვანია და სწორედ სახელმწიფო ქართული ენის შესწავლა ჭირდებათ მათ, უკეთ ინტეგრაციისათვის.
პროექტის ფარგლებში
მნიშვნელოვნად ჩავთვალე კვლევა-ძიების საფუძველზე უკეთ გაეაზრებინათ რამდენი ერი
ცხოვრობს ჩვენს სამშობლოში და რამდენად საჭიროა ჩვენი კეთილგანწყობა მათ მიმართ.
ამისათვის მოსწავლეები
იმუშავებენ ჯგუფებში მშობლებთან ერთად მოიძიებენ ინფორმაციას მრავალეროვანი საქართველოს შესახებ. გაარკვევენ და აღწერენ თუ რა როლი ეკისრება
მათ ჩვენ დიდ ოჯახში. განსაზღვრავენ თითოეული ადამიანის როლს ცხოვრების უკეთ წარმართვაში,
საკუთარი შეხედულებიდან გამომდინარე აღნიშნავენ რომ ყველა ადმიანს ჭირდება ზრუნვა.
ბავშვები დაადგენენ
იმას თუ რამდენად ძლიერია კავშირი და სურვილი ერთად ყოფნისა და შეხედავენ ამ ადამიანებს
სხვადასხვა კუთხიდან და შექმნიან ბარათებს სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად
|
პროექტის მიზანი
|
ხელი შევუწყო მოსწავლეებში დაკვირვების ინფორმაციის მოძიების და სოციალური
უნარების განვითარებას, შემეცნებითი ინტერესის გაღვივებას დავეხმარო მოსწავლეებს
იმის გაცნობიერებაში რომ შეუფასებელია ყველა ადამიანის სიცოცხლე. შევუქმნა მათ მოტივაცია
ადამიანებისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულების გამოხატვისა დავაფიქრო ისინი როგორი
ქცევით შეიძლება ერთმანეთის გახარება, ზოგადი ეროვნული განათლების მიზნებიდან გამომდინარე,
ავუმაღლო სამოქალაქო ცნობიერება, დაამყარონ კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან.
მიიღონ მონაწილეობა ჩვენს მიერ დაგეგმილ აქტივობებში და შედეგად თვითონაც შეექმნათ
ხალისიანი განწყობა და ერთმანეთი გაახარონ პროექტის ფარგლებში შექმნილი თავიანთი
ნამუშევრებით.
|
პროექტის ამოცანები
|
ინფორმაციის მოძიების უნარი
ურთიერთთანამშრომლობა
პრეზენტაციის უნარი
მოტივაციის ამაღლება
ბუკლეტების შექმნა
|
მოსალოდნელი შედეგები
|
მოსწავლეები შეძლებენ განსაზღვრონ ყველა ადამიანის როლი საზოგადოების
წინაშე, იმსჯელონ ამ თემაზე მოაწყონ დისკუსია გაუზიარონ საკუთარი შეხედულებები ერთმანეთს
და დაასაბუთონ რომ ყველა ეროვნების ადამიანი ძვირფასი და საპატივცემულოა.. ჩვენს
შორის ბევრია საერთო და ამიტომ მას გაფრთხილება სჭირდება. დაკვირვების საფუძველზე
დაასკვნიან რომ სიყვარული მეგობრობა და პატივისცემა ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა.
დაამზადონ ბუკლეტები, ბარათები
გამოუმუშავდეთ ახალი უნარები სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებით, კომუნიკაციის
დამყარებით რათა მომავალში გულისხმიერი და ღირსეული გაიზარდონ.
|
მიზნობრივი ჯგუფები
|
პირველი კლასის მოსწავლეები, მასწავლებელი, მშობლები
|
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები და ვადები
|
პირველ ეტაპზე მოსწავლეებთან ერთად დავსახავ პროექტის სამუშაო გეგმას.
გონებრივი იერიშის გამოყენებით მოსწავლეები გაიხსენებენ სიტყვებს რომელიც
დაკავშირებულია საქართველოში მცხოვრებ ეროვნებებთან.
ნახავენ ვიდეო მასალას ჩვენი ურთიერთობის შესახებ შემდეგ კი წიგნების
ჟურნალების და ინტერნეტის საშვალებით მოიძიებენ ინფორმაციას და იმუშავებენ ჯგუფებში
მათ დახარისხებაზე.
პირველი ჯგუფი
იძიებს მასალას
სხვადასხვა ეროვნებებზე
მეორე ჯგუფი მათ
ეროვნულ ტრადიციებზე
მესამე ჯგუფი.
მათ ეროვნულ სამოსზე.
დრო: 18.02.2019-26.02.2019
მეორე ეტაპი:
ვიდეო მასალის ჩვენების შემდეგ შთაბეჭდილების საფუძველზე გამართავენ
დისკუსიას, გააკეთებენ დასკვნებს და გაიხსენებენ ისეთ შემთხვევებს როცა ნებით თ უნებლიეთ
ერთმანეთს გული ატკინეს. დაპირდებიან უცხოენოვან მოსწავლეს, რომ დაეხმარებიან ქართული
ენის უფრო ადვილად ათვისებაში, რადგან მან თავი უცხოდ არ იგრძნოს.
მესამე ეტაპი:
გააკეთებენ ბარათებს და ბუკლეტებს ინტერვიუს ჩამოართმევენ მეგობარს შემდეგი
კითხვების დახმარებით.
უყურებ თუ არა ქართულ მულტფილმებს?
თამაშობ თუ არა ეზოში ქართულად მოსაუბრე ბავშვებთან?
როგორ დაგეხმაროთ?
პროექტის პრეზენტაცია
მეოთხე ეტაპი
შევაჯამეთ პროექტის ფარგლებში შესრულებული აქტივობები. მოსწავლეებმა
მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დაასკვნეს რომ უნდა მოვუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ
ერთმანეთს, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის რომ შევძლოთ გავიზიაროთ საქართველოში მცხოვრები
ყველა ერისა და ეროვნების სიხარული და მწუხარება. უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ
ერთმანეთი, რადგანაც ჩვენ სამშობლოს ამით გავაძლიერებთ. ამ საკითხების ხაზგასასმელად
გადასცეს სიყვარულით სავსე ნახატებიანი ბარათები.
|
რესურსები
|
თაბახის ფურცლები
ფერადი ფურცლები
წებო, მაკრატელი, ბუკი, პროექტორი.
|
No comments:
Post a Comment