Sunday, November 24, 2019


ssip qalaq Tbilisis N39 sajaro skola
სოციალური პროექტი

proeqtis saxelwodeba
მე და თანამედროვე ტექნოლოგიები
  
ganxorcielebaze pasuxismgebeli piris saxeli da gvari
ია მთავარაშვილი
sakontakto informacia
551300192

informacia skolis Sesaxeb:
skolis dasaxeleba
ssip ქალაქ თბილისის N39 sajaro skola
misamarTi
Temqa 10b kvartali

proeqtis beneficiarebi

II კლასის მოსწავლეები

proeqtis Sesaxeb
 proeqtis ganxorcielebis   
 vadebi
dasawyisi:  3 დეკემბერი 2018
dasasruli: 12 დეკემბერი 2018



skolis direqtori: ბესარიონ სიხარულიძე

proeqtis ganxorcielebaze pasuxismgebeli piri: ია მთავარაშვილი

 

 

 

 

 





პრობლემა/პროექტის აქტუალურობა:
1.თანამედროვე ტექნოლოგიებმა XXI საუკუნეში მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. კომპიუტერს ყველა ასაკობრივი ჯგუფი იყენებს: პატარებიც, მოზარდებიც და დიდებიც. ამ სამი ჯგუფიდან, პირველი ორი, კომპიუტერის ძირითად ფუნქციად, მის თამაშებს აღიქვამს.
 მეცნიერებმა შესაბამისი გამოკვლევების საფუძველზე დაადგინეს, რომ ბავშვებს, რომლებიც განუწყვეტლივ თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს, არ უვითარდებათ თავის ტვინის ის უბნები, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ ადამიანის ქცევის, მართვის და სწავლის პროცესში. აგრეთვე ავითარებს მათში აგრესის, ავიწროებს მათ ინტერესების სფეროს, აღარიბებს ემოციონალურ სამყაროს, იწვევს მხედველობის გაუარესებასხერხემლის გამრუდებასფიზიკურ სისუსტეს, მადის დაკარგვას და .. ფსიქოლოგების აზრით, როცა ბავშვი თამაშობს  ძალადობის ელემენტების შემცველ კომპიუტერულ თამაშებს, აგრესიული ემოციები ვერ პოულობენ გამოსავალს და ისინი გროვდებიან ორგანიზმში.
პროექტის მიზანი:
მოზარდებმა გააცნობიერონ თანამედროვე ტექნოლოგიების მოხმარების დადებითი და უარყოფითი შედეგები.
მოზარდებში ,,ინტერნეტდამოკიდებულებისადმი“ მიდრეკილების შემცირება.
ესგ-სთან კავშირი
მოქ. IX.1
       მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საკუთარი პიროვნული თვისებები, მისწრაფებები და შესაძლებლობები.

მოქ. IX.5 
        მოსწავლეს შეუძლია გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური      
        პრობლემების გადაწყვეტაში

მდგრადი განვითარება.
მოქ. IX.6
მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითადი პრობლემის გადასაჭრელად თანამშრომლობა.

     პრობლემის ანალიზი
თანამედროვე ახალგაზრდებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინტერნეტი, სოციალური ქსელები. სკოლაში, ტრანსპორტში და სხვა თავშეყრის ადგილებში ხშირად მინახავს ჯგუფები რომლებიც ვერც კი აღიქვამენ რა ხდება მათ გარშემო ისე არიან ჩართულნი ტელეფონებში და დაკარგული აქვთ ინტერესი რეალური სამყაროსადმი.
            კლასშიც ხშირად შემიმჩნევია თუ როგორ ,,აწუხებს“ მოსწავლეს ტელეფონი, მთელი ყურადღება გადატანილი აქვს მასზე და ცდილობს ,,ცალი თვალით“ მაინც ჩახედოს ვინ მოწერა, ახალი ფოტო ვინ დადო ან გააგრძელოს  დაწყებული თამაში. იმატა ყურადღების დეფიციტმა, დაღლილობამ, ,,ძილიანობამ“. ზოგჯერ  კი აგრესიულობამაც. ჩემთვის აშკარა გახდა რომ არსებული პრობლემა არ არის მარტივი და სწრაფად მოგვარებადი, ამიტომ IX –X კლასის მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტეთ პროექტის მომზადება, რათა დავეხმაროთ მოსწავლეებს და სხვა სოციალურ ჯგუფებს. კარგად გაიაზრონ ინტერნეტისა და კერძოდ სოც. ქსელების ლიმიტირებულად გამოყენების აუცილებლობა.

პროექტის განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები:
სოციალური პროექტის განხორციელების პროცესს ვიწყებ მოსამზადებელი სამუშაოებით. პროექტში ჩართულ მოსწავლეებს ვაძლევ დავალებებს. პროექტი განვითარდება ხუთ ეტაპად.
I ეტაპი-თემის გაცნობის შემდეგ მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად და ფუნქციების  გადანაწილება. მზადება მასალის მოძიებისთვის ,,ინტერნეტის შექმნისა და მისი განვითარების შესახებ“. მზადება ბუკლეტებისა და გაზეთების მომზადებისთვის.
II ეტაპი- ინტერვიუს ჩაწერა ექიმთან: რა ფიზიკური ზიანი შეიძლება მოგვიტანოს კომპიუტერთან დიდხანს ჯდომამ.
III ეტაპი-ფსიქოლოგის მოწვევა. რამდენად საზიანოა ,,ინტერნეტმიჯაჭვულობა“ მოზარდის ფსიქოლოგიური განვითარებისთვის.
IV ეტაპი- საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება და კედლის გაზეთების გამოკვრა სკოლის დერეფანში.
Vეტაპი- გაიმართება დისკუსია, პროექტის პრეზენტაცია და შეჯამება.


პროექტის განსახორციელებლად საჭირო რესურსები:
ინტერნეტი, კომპიუტერი, ფლიპჩარტი, მარკერი, დიდი ზომის ფორმატები და სხვა სახის საკანცელარიო ნივთები.
პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
v  ჯანმრთელი, განვითარებული, უსაფრთხო გარემოს შექმნა სკოლაში.
v  მოსწავლეებში კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების განვითარება.
v  მოსწავლეები გააცნობიერებენ კომპიუტერებთან და სხვა ინტერნეტ საშუალებებთან ლიმიტირებულ მოხმარების წესების აუცილებლობას.
v  პრევენციული ღონისძიებების დასახვისა და  განხორციელების უნარის გამომუშავება.


ხელისშემშლელი ფაქტორები/შესაძლო რისკები
ტექნიკური შეფერხება, ნაკლები მოტივაცია, დისკუსიის დროს უთანხმოება აზრთა სხვადასხვაობის გამო.

პროექტის შეფასების კრიტერიუმები:
შეფასება მოხდება კომპონენტის-პრაქტიკაში ჩართულობის მიხედვით.

      შეფასების ტიპი- განმავითარებელი


პროექტის მონიტირინგი/შეფასება

პროექტის მონიტორინგი

ვის მიერ?
როდის?
რა კრიტერიუმებით?
პირველი შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი
6.12.2018
მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილით

მეორე შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი
10.12.2018
მოსწავლეებზე დაკვირვები ცხრილით

საბოლოო შეფასება
მასწავლებელი და მოსწავლეები
12.12.2019
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი და მოსწავლეთა თვით
შეფასების კითხვარი







ssip qalaq Tbilisis N39 sajaro skola
proeqtis saxelwodeba
ვიყოთ ტოლერანტები’’
სოციალური პროექტი

  
პროექტის ავტორი

ია მთავარაშვილი
sakontakto informacia
551923001

informacia skolis Sesaxeb:
skolis dasaxeleba
#39 საჯარო სკოლა
misamarTi
გლდანი პირველი მიკრო

proeqtis beneficiarebi

მეოე კლასის მოსწავლეები, მასწავლებელი, მშობლები


proeqtis ganxorcielebis vadebi
dasawyisi:   18.02.2019
dasasruli:    26.02.2019




შინაარსობრივი სტანდარტი და ინდიკატორები
ს.გ.1.5. მოსწავლეს შეუძლია მარტივი შრომითი საქმიანობის ელემენტარული უნარ-ჩვევების გამომჟღავნება



                                                                    პროექტის სახელწოდება
,,უცხო ენაზე მოსაუბრე თანაკლასელი“
პროექტის ავტორი
ია მთავარაშვილი
პრობლემის ანალიზი
პროექტის ჩატარების იდეისაკენ ჩემს კლასში არსებულმა სიტუაციამ მიბიძგა. არაქართულად მოსაუბრე მოსწავლეს გაუჭირდა თანატოლებთან ურთიერთობა,  მის მიერ არასწორად წარმოთქმულ სიტყვებზე ბავშვებს ეღიმებოდათ რაზეც ის ბრაზდებოდა.
მნიშვნელოვნად ჩავთვალე ბავშვები დამეფიქრებინა მათ არასწორ ქცევაზე და პატივისცემის გამოხატვის სურვილი გასჩენოდათ სხვა კულტურის მიმართ.
ჩვენი სამშობლო მრავალენოვანია და სწორედ სახელმწიფო ქართული ენის შესწავლა ჭირდებათ მათ, უკეთ ინტეგრაციისათვის.
პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვნად ჩავთვალე კვლევა-ძიების საფუძველზე უკეთ გაეაზრებინათ რამდენი ერი ცხოვრობს ჩვენს სამშობლოში და რამდენად საჭიროა ჩვენი კეთილგანწყობა მათ მიმართ.
ამისათვის მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფებში მშობლებთან ერთად მოიძიებენ ინფორმაციას მრავალეროვანი საქართველოს  შესახებ. გაარკვევენ და აღწერენ თუ რა როლი ეკისრება მათ ჩვენ დიდ ოჯახში. განსაზღვრავენ თითოეული ადამიანის როლს ცხოვრების უკეთ წარმართვაში, საკუთარი შეხედულებიდან გამომდინარე აღნიშნავენ რომ ყველა ადმიანს ჭირდება ზრუნვა.
ბავშვები დაადგენენ იმას თუ რამდენად ძლიერია კავშირი და სურვილი ერთად ყოფნისა და შეხედავენ ამ ადამიანებს სხვადასხვა კუთხიდან და შექმნიან ბარათებს სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად







პროექტის მიზანი
ხელი შევუწყო მოსწავლეებში დაკვირვების ინფორმაციის მოძიების და სოციალური უნარების განვითარებას, შემეცნებითი ინტერესის გაღვივებას დავეხმარო მოსწავლეებს იმის გაცნობიერებაში რომ შეუფასებელია ყველა ადამიანის სიცოცხლე. შევუქმნა მათ მოტივაცია ადამიანებისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულების გამოხატვისა დავაფიქრო ისინი როგორი ქცევით შეიძლება ერთმანეთის გახარება, ზოგადი ეროვნული განათლების მიზნებიდან გამომდინარე, ავუმაღლო სამოქალაქო ცნობიერება, დაამყარონ კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან. მიიღონ მონაწილეობა ჩვენს მიერ დაგეგმილ აქტივობებში და შედეგად თვითონაც შეექმნათ ხალისიანი განწყობა და ერთმანეთი გაახარონ პროექტის ფარგლებში შექმნილი თავიანთი ნამუშევრებით.
პროექტის ამოცანები
ინფორმაციის მოძიების უნარი
ურთიერთთანამშრომლობა
პრეზენტაციის უნარი
მოტივაციის ამაღლება
ბუკლეტების შექმნა
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ განსაზღვრონ ყველა ადამიანის როლი საზოგადოების წინაშე, იმსჯელონ ამ თემაზე მოაწყონ დისკუსია გაუზიარონ საკუთარი შეხედულებები ერთმანეთს და დაასაბუთონ რომ ყველა ეროვნების ადამიანი ძვირფასი და საპატივცემულოა.. ჩვენს შორის ბევრია საერთო და ამიტომ მას გაფრთხილება სჭირდება. დაკვირვების საფუძველზე დაასკვნიან რომ სიყვარული მეგობრობა და პატივისცემა ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა.
დაამზადონ ბუკლეტები, ბარათები
გამოუმუშავდეთ ახალი უნარები სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებით, კომუნიკაციის დამყარებით რათა მომავალში გულისხმიერი და ღირსეული გაიზარდონ.


მიზნობრივი ჯგუფები
პირველი კლასის მოსწავლეები, მასწავლებელი, მშობლები
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები და ვადები
პირველ ეტაპზე მოსწავლეებთან ერთად დავსახავ პროექტის სამუშაო გეგმას.
გონებრივი იერიშის გამოყენებით მოსწავლეები გაიხსენებენ სიტყვებს რომელიც დაკავშირებულია საქართველოში მცხოვრებ ეროვნებებთან.
ნახავენ ვიდეო მასალას ჩვენი ურთიერთობის შესახებ შემდეგ კი წიგნების ჟურნალების და ინტერნეტის საშვალებით მოიძიებენ ინფორმაციას და იმუშავებენ ჯგუფებში მათ დახარისხებაზე.
პირველი ჯგუფი  იძიებს მასალას სხვადასხვა ეროვნებებზე
მეორე ჯგუფი მათ ეროვნულ ტრადიციებზე
მესამე ჯგუფი. მათ ეროვნულ სამოსზე.
დრო: 18.02.2019-26.02.2019
მეორე ეტაპი:
ვიდეო მასალის ჩვენების შემდეგ შთაბეჭდილების საფუძველზე გამართავენ დისკუსიას, გააკეთებენ დასკვნებს და გაიხსენებენ ისეთ შემთხვევებს როცა ნებით თ უნებლიეთ ერთმანეთს გული ატკინეს. დაპირდებიან უცხოენოვან მოსწავლეს, რომ დაეხმარებიან ქართული ენის უფრო ადვილად ათვისებაში, რადგან მან თავი უცხოდ არ იგრძნოს.
მესამე ეტაპი:
გააკეთებენ ბარათებს და ბუკლეტებს ინტერვიუს ჩამოართმევენ მეგობარს შემდეგი კითხვების დახმარებით.
უყურებ თუ არა ქართულ მულტფილმებს?
თამაშობ თუ არა ეზოში ქართულად მოსაუბრე ბავშვებთან?
როგორ დაგეხმაროთ?
პროექტის პრეზენტაცია
მეოთხე ეტაპი
შევაჯამეთ პროექტის ფარგლებში შესრულებული აქტივობები. მოსწავლეებმა მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დაასკვნეს რომ უნდა მოვუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ ერთმანეთს, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის რომ შევძლოთ გავიზიაროთ საქართველოში მცხოვრები ყველა ერისა და ეროვნების სიხარული და მწუხარება. უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ერთმანეთი, რადგანაც ჩვენ სამშობლოს ამით გავაძლიერებთ. ამ საკითხების ხაზგასასმელად გადასცეს სიყვარულით სავსე ნახატებიანი ბარათები.



რესურსები
თაბახის ფურცლები
ფერადი ფურცლები
წებო, მაკრატელი, ბუკი, პროექტორი.